1. პროექტის სახელი: თბილისობა
2. პროექტის მოკლე აღწერა: საშემოდგომო დღესასწაულის აღნიშვნა და ტრადიციების გაზიარება.
3. პროექტის სრული აღწერა: I ეტაპზე მოსწავლეები ნახავენ თბილისობის დღესასწაულს, დაესწრებიან სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას: სპორტულ შეჯიბრებებს, ქართული და ეთნიკური უმცირესობის ხალხური შემოქმედების კონცერტებს, გამოფენა-გაყიდვებს. II ეტაპზე მოიძიებენ მასალებს ისტ. ტექნოლოგიების მეშვეობით სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოჩენილი ადამიანების შესახებ, რომლებსაც მიანიჭეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. III ეტაპზე მოსწავლეები დაწერენ თავიანთ შთაბეჭდილებებს ესსეების სახით, მოაწყობენ ნახატების გამოფენას, გააკეთებენ სურათების ალბომს.
4.მონაწილეთა ასაკი: 6-დან 12 წლ.
5. ვადები/ხანგრძლივობა: ოქტომბერი (1 თვე)
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციების მოძიება ინტერნეტიდან, პრეზენტაცია, გამოფენის მოწყობა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: თბილისის ძველი უბნებისა და ტრადიციების გაცნობა. სიყვარულის გაღრმავება საკუთარი დედაქალაქისადმი. მოსწავლეები ისწავლიან თბილისის ისტორიას სხვადასხვა რესურსების გამოყენებით. შეიძენენ დაკვირვების, კვლევისა და ანალიზის უნარ-ჩვევებს. შექმნიან ნახატებს , თბილისობის ამსახველი სურათების ალბომს, ისწავლიან ლექსებს და სიმღერებს.
8.სარგებელი სხვებისათვის: გაეცნობიან მოძიებულ მასალებს.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. მონაწილეები სხვა სკოლიდან:
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ერობნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა, ისტორია, გეოგრაფია, მუსიკა.
12. პროექტის ფასილიტატორი: მაია ბურდული
13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა: burdulimaia@gmail.com
14. პროექტისფორუმი
No comments:
Post a Comment